როგორ გავიგოთ გვაქვს თუ არა მესამე თვალი

ბევრს გსმენიათ, ადამიანს რომ მომავლის ხედვა შეუძლია. ჩვენ ყველას გვაქვს მეტ-ნაკლებად განვითარებული ეს უნარი, მაგრამ ცოტა თუ აცნობიერებს ცხოვრებაში მის გამოვლინებას. ეს სტატია დაგეხმარებათ გაიგოთ, თუ პირადად თქვენ რამდენად გაქვთ განვითარებული ნათელხილვის უნარი.

რა არის მე-3 თვალი
ეს აბსტრაქტული წარმოდგენაა, რომ რაღაც ზებუნებრივი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ის, რისი აღქმაც და დანახვაც, სხვას, ვითომ, არ შეუძლია. არსებობს უამრავი მეცნიერული თეორია, რომელიც ცდილობს დაადგინოს, როგორ ხდება ეს ყოველივე. მეცნიერები, უკვე წლებია, რაც ამ სფეროთი არიან დაკავებულნი, რათა გამოივლიონ ადამიანის მიერ ამგვარი აღქმის ფენომენი.
ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, მომავლის ხედვა ჩვენს განვითარებაზე სულაც არ მეტყველებს (საკითხავია, ვინ რას ეძახის განვითარებას – ლ. ჩ.). პირიქით – ამტკიცებს, რომ ადრე, რამდენიმე ასეული ათასობით წლის წინათ, ჩვენი წინაპრები ტელეპათიურად ურთიერთობდნენ. სწორედ ამას ამტკიცებს უძველესი ადამიანის თავის ტვინის სიდიდე. ტელეპათია, ანუ ნათელხილვის ნიჭი – ეს უძველესი დროიდან შემორჩენილი ეფექტია თანამედროვე ადამიანში. ძველი, აწ მიძინებული და, ზოგ შემთხვევაში, გადმონაში ფუნქციაა ჩვენი ტვინის, რომელიც ბოლომდე არაა მივიწყებული.


ჩატვირთვა...

როგორ აღმოვაჩინოთ ჩვენში ტელეპათი
გთავაზობთ 5 მინიშნებას, რომ თქვენ განვითარებული გაქვთ მე-6 გრძნობა და, ამასთან ერთად, გაგაჩნიათ მომავლის ხედვის უნარი. ეს ძალა, შეიძლება სხვადასხვანაირად ვლინდებოდეს და, ყველას შეუძლია აღმოაჩინოს თავის თავში ნათელმხილველის პოტენციალი, რომელიც ვარჯიშით, თავისუფლად შეგიძლიათ, ბოლომდე განავითოროთ.

პირვლი ნიშანი: თქვენ წინასწარმეტყველურ სიზმრებს ხედავთ. თუ თქვენი სიზმრები ცხადდება ან ოდესმე მაინც აცხადებულა, მოსალოცად გაქვთ საქმე – უკვე აღიქვით მომავალი. ტვინი საკმაოდ განვითარებული გაქვთ, რათა არა მხოლოდ სწორხაზოვნად აღიქვამდეთ გარესამყაროს. ძალიან ცოტა თუ ხედავს სიზმარს, ამიტომ, შეგიძლიათ, უკვე განსაკუთრებულად მიიჩნევდეთ თავს.

მეორე ნიშანი: ძალიან ხშირად ექცევით ე. წ. დეჟავუს მდგომარეობაში, ერთი სიტყვით, გეჩვენებათ, რომ ადრე ოდესღაც უკვე ყოფილხართ ზუსტად ამ კონკრეტულ მდგომარეობაში, გარემოებაში. რაც ხშირად გემართებათ ხოლმე DejaVu, მით მეტად უკეთ გრძნბობთ და აღიქვამთ მომავალს.

მესამე ნიშანი: თუ თქვენ მკითხაობით ხართ დაკავებული და ვიზუალურად წარმოგიდგებათ მომავლის კადრები, რომელიც მომავალში ნამდვილად ხდება, ამ შემთხვევაში, ჩათვალეთ, რომ თქვენი მე-3 თვალი გაცილებით მეტადაა განვითარებული, ვიდრე სხვების. სტატისტიკურად, მკითხაობა მომავლის დანახვაში ეხმარება ადამიანთა დაახლოებით 15-20 პროცენტს. გააგრძელეთ კითხვა

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები