როგორ ცვლის ქორწინება მამაკაცის ცხოვრებას? – 10 მწარე სიმართლე

ქორწინება როგორც ქალის, ასევე მამაკაცის ცხოვრებაში ბევრ რამეს ცვლის, თუმცა ამჯერად Trend.ge მამაკაცებს უთმობს ყურადღებას. ვნახოთ, რა ხდება ქორწინების შემდეგ მამაკაცების ცხოვრებაში, როგორ იცვლება ის. აქვე აღვნიშნავთ, რომ სათაურში ცოტა გადავაჭარბეთ და ჩვენ მიერ ჩამოთვლილი კომპონენტების ნაწილი მწარე სიმართლე სულაც არ არის, ზოგიერთს კი, ცოტა იუმორით შეხედეთ.


ჩატვირთვა...

1. რამდენად საუკეთესო ურთიერთობაც უნდა გქონდეთ საყვარელ ადამიანთან, ქორწინების შემდეგ ფულთან დაკავშირებული საკითხები ერთ-ერთი მთავარი პრობლემა ხდება – დგება საკითხი ასე – რომელი გამოიმუშავებს ფულს, რომელი არა. ძალიან ხშირად ყოველივე ურთიერთობაზე უარყოფით გავლენას ახდენს და კონფლიქტის მიზეზი ხდება. საუკეთესო ურიოერთობაშიც კი ხდება გაუგებრობა ფულის გამო. ქორწინების შემდეგ იზრდება ხარჯები და ამისთვის მზად უნდა იყოთ.

2. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად სრულყოფილი გგონიათ თქვენი ცოლი, მასში აუცილებლად აღმოაჩენთ ნაკლოვანებებს – ურთიერთობისთვის კარგი იქნება, თუ ამ ნაკლოვანებების შესახებ არ ეტყვით, რადგანაც იცოდეთ, რომ მანაც უამრავი ნაკლი იპოვა თქვენში ქორწინების შემდეგ, თუმცა ამის შესახებ არ გეუბნებათ.

3. ზოგჯერ მოგიწევთ საჭმელების კეთება – მერე რა, თუ აქამდე სამზარეულო სად იყო არ იცოდით. თავიდანვე შეეჩვიეთ იმ აზრს, რომ ზოგჯერ დაგჭირდებათ საჭმლის მომზადება.

4. მოგიწევთ მასთან ერთად საჭმლის მომზადება – ეს ნამდვილად სასიამოვნო პროცესია და როგორც არ უნდა მოგწონდეთ სამზარეულოში ტრიალი, მაინც გესიამოვნებათ საყვარელ ადამიანთან ერთად გემრიელი კერძის მომზადება.

5. ის ყველანაირ საცვალში სექსუალური არ მოგეჩვენებათ, მაგრამ ამაზე ყურადღებას ნუ გაამახვილებთ – არც თქვენ გამოიყურებით ყოველთვის სექსუალურად და მიმზიდველად.

6. ბავშვის დაბადების შემდეგ თქვენი ცოლის მკერდი აღარ იქნება ისეთი, როგორიც ბავშვის დაბადებამდე იყო.

7. შეეჩვიეთ იმას, რომ თქვენს საყვარელ ქალს თქვენი ყველა მამაკაცი მეგობარი, დიდი ალბათობით, არ მოეწონება – ნუ ეცდებით თავს მოახვიოთ თქვენს ცოლს ის მეგობრები, რომლებიც მართლა არ მოსწონს.

8. თქვენს ცოლს თქვენი არც ერთი ქალი მეგობარი არ მოეწონება – შესაძლოა, ზოგჯერ არ შეიმჩნიოს, მაგრამ ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ქვეცნობიერად, ყველა ქალი ეჭვიანობს თავისი საყვარელი მამაკაცის მეგობარ გოგონებზე. წინასწარვე იცოდეთ, რომ ქორწინების შემდეგ მეგობარ გოგონებთან ძველებურ ურთიერთობას ვეღარ შეძლებთ.

9. იცოდეთ, რომ არც ერთი ქალს არ მოსწონს, როცა ქმარი მეგობრებთან ერთად გასართობად მიდის და სახლში მთვრალი ბრუნდება – განსაკუთრებით რთულია ქალისთვის ქმრის გართობის ყურება მაშინ, როცა თვითონ სახლში ბავშვებს უვლის.

10. არც ერთ ქალს არ სურს ქმრისგან იმის მოსმენა, თუ რა ლამაზი და მიმზიდველია რომელიმე სხვა ქალი – მხოლოდ თქვენი საყვარელი ქალის დედას შეგიძლიათ უთხრათ კომპლიმენტები.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები