საქართველოში გავრცელებული 10 ჩვეულება, რომელზეც დროა, უარი ვთქვათ

6. ჯვრისწერამდე რბოლის მოწყობა და ყიჟინი

გავიგეთ, გავიგეთ, რომ ძმაკაცმა ცოლი მოიყვანა, კარგია, თუ ამის გამო არ დაგვხოცავთ.

7. გოგოების ტარება მუსიკაზე, ბიჭების – ფეხბურთზე

გაგიკვირდებათ და, პიანინოსა და ფეხბურთის გარდა, უამრავი ჰობი და წრე არსებობს.


ჩატვირთვა...

8. დეიდაშვილის მაზლის ძმაკაცის ბებიის პანაშვიდზე წასვლის აუცილებლობა

თუ დავფიქრდებით, მივხვდებით, რომ ყალბი თანადგომა საერთოდ არაფრისმომცემია.

9. წყლის მოტანა, ბიძიებისთვის სიგარეტის ყიდვა და ფანჯრიდან გადავარდნილი სარჭების ძებნა ბავშვების მოვალეობაა

ბავშვებისთვის პასუხისმგებლობის განაწილება ცუდი არაა, მაგრამ უფასო მუშახელად მათი გამოყენება მაინც ცუდია. სჯობს, ბავშვები თავიანთი ლოგინის ალაგებას ან თეფშის გარეცხვას მივაჩვიოთ.

10. მასწავლებლის საჩუქრისთვის ფულის აგროვება

ვინმე ითვლის, რამდენი ფული იხარჯება ბავშვის სკოლაში სწავლის პერიოდში მასწავლებლების საჩუქრებზე? როგორც წესი, ამ საჩუქრებისთვის მადლობა იმ მშობელს გამოეცხადება ხოლმე, რომელმაც ამ ყველაფრის დასაორგანიზებლად იაქტიურა და შესაბამისად, მასწავლებელი მის შვილს განსაკუთრებით წაახალისებს.

 

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები