საშინელი ავარია შარტავას ქუჩაზე ერთმანეთს 5 ავტომობილი შეეჯახა

ბათუმში ავტოსაგზაო შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა, ავარიის შედეგად ადგილზე მდგომი კიდევ სამი ავტომობილი დაიმტვრა. დაშავდა ორი ადამიანი. ამის შესახებ ,,პირველს” შსს-ში განუცხადეს.


ჩატვირთვა...

დაშავებულები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევის გამო, შარტავას ქუჩაზე მოძრაობა შეფერხებულია.

როგორც “პირველს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდართან დაკავშირებით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების, ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების შეზღუდვით ვადით 3 წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით იმავე ვადით, თანამდებობის დაკავების, ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე, ან უამისოდ.

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები