საშინელი ტრაგედია – 11 წლის გოოგნას მანქანა დაეჯახა და ოპერაციის დროს გარდაიცვალა

ქუთაისის მახლობლად, ღანირი-ქუტირის გზაზე, 11 წლის გოგოს ავტომობილი დაეჯახა და გარდაიცვალა. მძღოლი ადგილიდან მიიმალა.

მოზარდი საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა, ის ოპერაციის დროს გარდაიცვალა.


ჩატვირთვა...

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მომხდარზე გამოძიება 276-ე მუხლის მე-5 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით 4-7 წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით 3 წლამდე.

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები