სენაკელმა ქალმა აფხაზეთში 24 წლის წინ დაკარგული შვილი დღეს იპოვა – ინტერნეტში შეხვედრის ვიდეოკადრები ვრხელდება

24 წლის წინ აფხაზეთში დაკარგულიი შვილი დედასთან ჩავიდა. ფაქტის ამსახველ ვიდეოკადრებს სოციალურ ქსელში „სენაკის ქრონიკა“ – ავრცელებს.


ჩატვირთვა...

სოციალური ქსელის მომხმარებელი სალომე ბუცხრიკიძე წერს, რომ ბიჭი, სახელად დათო, აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. ის მაშინ 7-8 წლის იყო.

„ძალიან ემოციური ჩემთვის ამ ყველაფრის დაწერა. მოკლედ, ეს ბიჭი არის დათო. აფხაზეთის ომის დროს დაიკარგა. დადიოდა სხვადასხვა ქალაქებში, ხან სად ათევდა ღამეს და ხან სად. მამაჩემი შემთხვევით წააწყდა ბათუმში, როცა ის უპატრონოდ იყო, წამოიყვანა ბათუმიდან და ჩვენს ოჯახში და-ძმასავით ვიზრდებოდით.

დათო მაშინ 7-8 წლის იქნებოდა როცა მამამ იპოვა. შემდეგ ჩვენმა უშვილო ახლობლებმა იშვილეს და ძალიან ბედნიერად ცხოვრობდა ეს წლები. პარალელურად თვითონაც და ჩვენც, მისი ნამდვილი ოჯახის ძებნა არასდროს არ შეგვიწყვეტია. წლების შემდეგ მოხდა სასწაული და სრულიად შემთხვევით იპოვა ნამდვილი ოჯახი, დანარჩენს თავად ხედავთ ვიდეოში“, – წერს სალომე ბუცხრიკიძე.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები