“სიდედრს ვეუბნები როგორ გამომატანეთ ასეთი ქალი მეთქი, პენსიონერი ცოლი მყავს უხერხული იყო და ვაიძულე”…

მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის, პიონერფილმის ხელმძღვანელი – გრიგოლ ჩიგოგიძე კარგად არის საზოგადოებისთვის ცნობილი… იგი მრავალი წელი ტელევიზიაშც მუშაობდა და როგორც ამბობენ მისი გულის მონადირებას მრავალი ქალი ცდილობდა… იგი თავად გვიამბობს, როგორ შექმნა ისეთი ოჯახი, რომელსაც ყველა სამაგალითოს უწოდებს…
– საკმაოდ სოლიდურ ასაკში – 53 წლის გახლდით, როდესაც დავქორწინდი… რასაკვირველია, ყოველთვის მსურდა გულისწორი მეპოვნა და ისე მოხდა, რომ ტელევიზიაში ვიპოვნე… “მოამბეში” ვმუშაობდი, ერთ დღესაც მეოთხე სართულზე ძალიან ლამაზი ქალი დავინახე. გავიკითხე და გვარკვიე, რომ შედარებით ახალი თანამშრომელი – ნინო კალაძე იყო. სულ
სამი თვის..სამი თვის დაწყებული ჰქონდა მუშობა. “მოამბის” თანამშრომლებს ვუთხარი, რა ლამაზი ქალია ეს ნინო კალაძე- მეთქი და ოთხმა თანამშრომელმა ერთხმად დაიძახა, ქმარი არ ჰყავს, გასათხოვარიაო… მათ ვუთხარი, აბა, ახლა ყველა დატრიალდით-მეთქი… ეხ ხდებოდა 1994 წელს, შემოდგომაზე, როდესაც იყო სიცივე, სიბნელე, შიმშილი და საშინლად მძიმე პერიოდი. თუმცა მე მარტოხელა გახლდით, საკმაოდ კარგად ვმუშაობდი, ნორმალური შემოსავალიც მქონდა და თან სრულიად ახალი, ერთი კვირის ჩამოსული ვიყავი ამერიკიდან…

 როგორ აეწყო თქვენი სიყვარულის ისტორია?
– მე, ჯანო ინაძე და კახა არჩვაძე ბაზარში წავედით, ხინკლის მასალა მოვიტანეთ და ჩემს სახლში ხინკალზე სტუმრად მოვიწვიეთ თანამშრომლები – ამირან ტორონჯაძე, მამუკა ზანგურაშვილი, ნანა მჭედლიშვილი და მათთან ერთად – ნინო კალაძე… იმ დროს რემონტიც ახლადდამთავრებული მქონდა. ტელევიზიასთან ძალიან ახლოს ვცხოვრობ, ბუკიას ბაღის პირდაპირ… ძალიან კარგი წვეულება გამომივიდა და როდესაც სტუმრებმა წასვლა დააპირეს, ნინოს ვკითხე, სად ცხოვრობ-მეთქი. ნინომ მითხრა სან-ზონაში ვცხოვრობო და ვუპასუხე, ზუსტად მანდ მივდივარ ახლა, მეც იქეთ მაქვს საქმე-მეთქი… ჩემი მანქანით გავაცილე და მეორედ რომ მოვიდა, ვუთხარი, ახლა საღა მიდიხარ, მოდი დარჩი ჩვენს ოჯახში მეთქი… ჩემდა გასაოცრად თვითნაც უცებ დამთანხმდა… ასე გადავწყვიტეთ მეორედ შეხვეხდრის შემდეგ დავქორწინებულიყავით და ჩვენი გეგმა ახლობლებისთვის გაგვენდო… ჩემი სიდედრი საოცარი ქალბატონია, რესპუბლიკის დამსახურებული რკინიგზელი… მივედი ნინოს ოჯახში და ერთი დიდი წინააღმდეგობა დამხვდა: ნინოს დას ორი პატარა შვილი ჰყავდა, რომლებიც ნინოზე გიჟდებოდნენ ვერაფრით შეელეოდნენ. ეს პრობლემა იმით გადავწყვიტე, რომ ერთი დიდი კოლოფი “პედრო” ვუყიდე ბავშვებს… როგორც ზემოთ მოგახსენეთ, ამერიკაში ვიმყოფებოდი, მანამდე კი იტალიასა და იაპონიაში. იაპონიიდან ჩუსტები ჩამოვიტანე, რომელსაც წაღმა-უკუღმა არ ჰქონდა. ეს ჩუსტები საჩუქრად სდედრს მივართვი და დღემდე ხუმრობს, ის საოცრება საღა იპოვეო…


მსგავსი სტატიები