სიმსივნის განვითარების საგანგაშო სტატისტიკა ბავშვებში – როგორ ვუშველოთ ბავშვებს?!

სიმსივნის განვითარების რისკი ბავშვთა ასაკში სამ ნაწილად იყოფა – ორსულობამდე პერიოდი, ორსულობის და ორსულობის შემდგომი პერიოდი, – განაცხადა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ონკოჰემატოლოგმა, ნინო ტოტოღაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„ორსულობამდე და ორსულობის პერიოდი ჯანსაღ ცხოვრებასთანაა დაკავშირებული. ალკოჰოლი, ნარკოტიკი, თამბაქოს მოხმარება, არაეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი და გარემო ძალიან მაღალი რისკფაქტორია, რომ მუტაცია ჩანასახის პერიოდშივე მოხდეს და ბავშვს სიმსივნე ან დაბადებისთანავე ჰქონდეს, ან სიცოცხლის რომელიღაც პერიოდში განუვითარდეს“, – განაცხადა ტოტოღაშვილმა.


ჩატვირთვა...

როგორც მან აღნიშნა, დაბადების შემდგომი რისკფაქტორებიც მრავალია და ძირითადად, ის უსაფრთხო ეკოლოგიურ გარემოს უკავშირდება.

„ეს არის მინერალებით გაღარიბებული საკვები, რადიაცია, ჰაერში არსებული მავნე ნივთიერებები, სამშენებლო მტვერი, მძიმე მეტალები და ა.შ. ამ ფაქტორებს ვერც ექიმი აკონტროლებს და ვერც მშობელი, მაგრამ ის, რაც მშობელს შეუძლია, ბავშვის კვების სწორი მართვაა. კვების მიმართ დედების მხრიდან აბსოლუტურად გაუკუღმართებული მიდგომაა. დედას ურჩევნია, ბავშვს კონსერვირებული საკვები, ჩიპსები, გაურკვეველი ეტიმოლოგიის საღეჭი რეზინები უყიდოს. სახლში ჯანსაღი ფაფის, ბოსტნეული სუპის გაკეთება და ა.შ. ძალიან დაბალ დონეზეა და ისეთ მშობელს, რომელიც ამას აკეთებს, ძალიან იშვიათად შეხვდებით“, – განაცხადა ონკოჰემატოლოგმა.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები