“სისხლიანი იწვა ბალახებში, გული გამიჩერდა ლამის, საშინელ ამბავს შევესწარი. ტიროდა…”

თბილისში ცხოველის მიმართ სასტიკი მოპყრობის ფატზე წერს ფეისბუქის გვერდზე ქეთი დოლიძე:


ჩატვირთვა...

ჯიქიაზე სასაფლაოს გზაზე მიმავალს 2 ბუთქუნა ლეკვი შემომხვდა, შევაჩერე მანქანა და გადმოსვლა რომ დავაპირე უცებ თვალცრემლიანი ძაღლი შევნიშნე იქვე ახლოს ხეებთან. გვიანღა დავინახე ადამიანის დაუდევრობით სასიკვდილოდ გამეტებული მესამე ლეკვი. სისხლიანი იწვა ბალახებში. გული გამიჩერდა ლამის. საშინელ ამბავს შევესწარი. ტიროდა ძაღლი, წკმუტუბებდა. მე კი ვერაფერი შევძელი…. ძაღლი ისეთი გაავებული მიყურებდა, თითქოს ვიგრძენი როგორ სძულდა კაცთა მოდგმა… 😢😢 ვერაფერიც ვერ შევძელი, ასე გულატკიებული გამოვეცალე და დავტოვე სამივენი თავიაანთ ტკივილთან მარტო. 😢😢

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები