ჭარბი წონის პრობლემა, რომელია ის 3 ჰორმონი, რომელთა გამოც წონაში იმატებთ!

ჭარბი წონის პრობლემა, უმეტეს შემთხვევაში, ჰორმონალური დისბალანსის შედეგია. ვნახოთ, რომელი ჰორმონები მოქმედებს ადამიანის წონაზე და ჩვენ რისი გაკეთება შეგვიძლია იმისთვის, რომ ჰორმონებმა სწორად იმუშაოს?

1. ინსულინი
ეს ჰორმონი შაქარს გარდაქმნის ენერგიად და ცხიმს ორგანიზმში ინახავს. იმისთვის, რომ მისი ნორმალური მუშაობა არ დაირღვეს, აუცილებელია, რაფინირებული შაქრისა და ნახშირწყლების მიღება შევამციროთ. ხშირად ვივარჯიშოთ და ბევრი წყალი მივიღოთ.


ჩატვირთვა...

2. კორტიზოლი
ის სტრესის ჰორმონია, რომლის დისბალანსის დროსაც ბევრი საჭმელს ეტანება და უმეტეს შემთხვევაში, ტკბილეულს. შეეცადეთ, სტრესთან გასამკლავებლად სხვა გზას მიაგნოთ – ჰობი, სპორტი ან მეტი ურთიერთობა.

3. ლეპტინი
ამ ჰორმონის მთავარი ფუნქციაა, ადამიანს შიმშილი უკარნახოს. თუკი ლეპტინის მუშაობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგექმნათ, თავს დანაყრებულად ვერ იგრძნობთ და დაიწყებთ ხშირ ჭამას, რათა შიმშილმა არ შეგაწუხოთ. ამ პრობლემასთან გასამკლავებლად აუცილებელია, ხშირად მიიღოთ თევზის ქონი, კენკრა, ავოკადო და ყურძენი.

წყარო

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები