ჭკვიან ადამიანებს შეყვარება უჭირთ – გაიგეთ, თურმე რატომ ხდება ასე

სიტყვა სიყვარული შეიძლება სხვადასხვა გრძნობას, მდგომარეობასა და დამოკიდებულებას გამოხატავდეს დაწყებული ზოგადი სიამოვნებიდან („ეს საჭმელი მიყვარს“) დამთავრებული პიროვნებათშორისი ურთიერთობით („ჩემი პარტნიორი მიყვარს“).


ჩატვირთვა...

სიყვარული, თავისი სხვადასხვა ფორმით, პიროვნებათა ურთიერთობაში მთავარი წამყვანია და ცენტრალური ადგილი უკავია ფსიქოლოგიაში.

სხვადასხვა კლვევებით გამოითქვა ვარაუდი, რომ ჭკვიან ადამიანებს შეყვარება უჭირთ. ფსიქოლოგები ამბობენ, რომ ამას თავისი მიზეზები აქვს. ესენია:

1. ჭკვიანი ადამიანები აანალიზებენ სიტუაციას

ჭკვიან ადამიანებს ინფორმაციის შეგროვებისა და დასკვნების გაკეთების ბრწყინვალე უნარი აქვთ, თუმცა ეს ზოგჯერ მათ წინააღმდეგ მოქმედებს. ჭკვიან ადამიანებს მიაჩნიათ, რომ გამოცდილება, მათი საუკეთესო ამსწავლებელია, ამიტომ პირველივე კამათის შემდეგ უკან იხევენ და ისინი მარტივად, სინანულის გარეშე შორდებიან პარტნიორს. მათი აზით, გაუგებრობა იმაზე მეტყველებს, რომ რომ ერთმანეთს არ შეეფერებიან.

2. ჭკვიან ადამიანებს უჭირთ გაიხსნან და იყვნენ გულწრფელები

ჭკვიან ადამიანებს უჭირთ გაიხსნან და იყვნენ გულწრფელები. ისინი არასოდეს წყვეტენ ფიქრს იმაზე, ხომ არ უშვებენ შეცდომას, რა მოყვება მათ შემდეგ საქციელს, რაც მათ ურთიერთობაში ბოჭავთ. სწორედ ამიტომ, ისინი ცივი და გულგრილი ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ და ურთიერთობების გაგრძელებასაც ვერ ახერხებენ.

3. ჭკვიანები ძველ გამოცდილებაზე დაყრდნობით მოქმედებენ

თუკი მათ წარსულში მარცხი განიცადეს სასიყვარულო ურთიერთობებში, ეს გავლენას ახდენს მათ მომდევნო ურთიერთობებზე. მათ კარგად ახსოვთ, წინა ურთიერთობისგან გამოწვეული ტკივილი და ეს განცხა, მათდა უნებურად ახალ ურთიერთობებშიც მიჰყვებათ.

4. მარტო ხშირად მათი შეგნებული არჩევანია

ჭკვიანი ადამიანები იაზრებენ, რომ უმჯობესია მარტო იყვნენ, ვიდრე ისეთ ადამიანთან, რომელთანაც სრულ სულიერ და ინტელექტუალურ კავშირს ვერ ხედავენ. ისინი არ აპირებენ დრო კამათში, ჩხუბში დახარჯონ, ამიტომაც მათი რაციონალური არჩევანია, პარტნიორის გარეშე იყვნენ.

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები