თბილისში, გალაკტიონის ხიდიდან ქალი მტკვარში გადახტა, მიმდინარეობს გამოძიება

თბილისში, მარჯანიშვილის ქუჩაზე, გალაკტიონის ხიდზე საპატრულო და სასწრაფო დახმარების მობილიზებაა. არსებული ინფორმაციით, ხიდიდან მოქალაქე მტვარში გადახტა. როგორც საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურში აცხადებენ, სამძებრო ღონისძიებებში ჩართულია დამატებითი ტექნიკა და იმდინარეობს გამოძიება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფომაცია რომ, შეტყობინება შევიდა მოქალაქისგან, რომელმაც განაცხდა, რომ ხიდზე იდგა ქალი, რომელიც გადახტომას აპირებდა, თუმცა გადახტა თუ არა, მოქალაქე ამბობდა, რომ ეს აღარ შეუნიშნავს. უწყების ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


ჩატვირთვა...
ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები