“თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იჯდა თბილისისკენ მოფრინავდა… არ მივცემთ თვითმფრინავს დაჯდომის უფლებას“

მიხეილ სააკაშვილი გუშინ უკრაინიდან პოლონეთში დაადეპორტეს, აღნიშნულს „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე სამართალდამცავთა რეფორმირების ცენტრის ხელმძღვანელი ზვიად კუპრავა ეხმაურება:
“გუშინ, როგორც კი მიშას თვითმფრინავი აფრინდა კიევიდან, უკრაინის ხელისუფლება მომენტალურად დაუკავშირდა საქართველოს და ფაქტის წინაშე დააყენა ხელისუფლება, რომ თვითმფრინავი, რომელშიც სააკაშვილი იჯდა თბილისის მიმართულებით მოფრინავდა… კატეგორიული უარის მიუხედავად, უკრაინული მხარე რამოდენიმე წუთის განმავლობაში ჯიუტად ცდილობდა დაეყოლიებინა საქართველოს ხელისუფლება, სააკაშვილის ექსტრადიციაზე… რადგან პოროშენკოსთვის, საქართველოს ციხეში მყოფი სააკაშვილი ბევრად უფრო მეტი სიმშვიდის საფუძველია, ვიდრე თავისუფლებაზე მყოფი ოპოზიციონერი მეზობელ ქვეყანაში… ,,თუ სააკაშვილს საქართველოში გამოუშვებთ, ჩვენ არ მივცემთ თვითმფრინავს დაჯდომის უფლებას!” – ეს იყო საბოლოო პასუხი საქართველოს ხელისუფლების… შესაბამისად, მიშა დღეს ვარშავაშია და ისევ წარმოადგენს მოუგვარებელ, მოჭარბებულ საფრთხეს პეტრო პოროშენკოსთვის. ბიძინამ კი დროებით, მაგრამ ამოისუნთქა…”, – წერს კუპრავა.


მსგავსი სტატიები