,,წუხელ ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, დავტოვე პატარა, რომელიც მებღაუჭებოდა.. ამაღამ გული გამისკდება“- ქართველი ემიგრანტის სულისშემძვრელი წერილი

ემიგრანტობის ხვედრი რომ მძიმე ტვირთია უკვე ყველამ იცის, ქართველ ქალებს ოჯახის დატოვება და სხვა ქვეყანაში მუშაობა ხშირად უწევთ ოჯახის სარჩენად.

მათ რიცხვს შეუერთდა კიდევ ერთი გოგონა საქართველოდან, მაია სიხარულიძე, რომელმაც 7 თვის შვილი დატოვა 2 დღის წინ უცხოეთში სამუშაოდ წავიდა. ეს არის მისი სულისშემძვრელი პოსტი სოციალურ ქსელში, ერთ-ერთ ე.წ. დედების ჯგუფში დაწერილი.


ჩატვირთვა...

…პოსტს უცვლელად გთავაზობთ: “გოგოებო, მე ის ემიგრანტი ვარ წუხელ რომ პატარა მივატოვე. პატარა რომელსაც დედა უხაროდა ყველაზე მეტად, ძლივს რომ დავაძინე და დაძინებული დავტოვე. ხელს მიჭერდა თითქოს გრძნობდა როომ უნდა წავსულიყავი. მოგახვიეთ ჩემი პრობლემა, მაპატიეთ გთხოვთ. არაფრად აღარ ვარგივარ. წუხელ ყველაზე დიდი შეცდომა დავუშვი, დავტოვე პატარა, რომელიც მებღაუჭებოდა და ბოლოს ისე ჩაეძინა.“

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები