წუთით მოსწყდით ყველაფერს და ნახეთ ქალის ცხოვრება 30 წლამდე და შემდეგ – სახალისო ილუსტრაციები

ნებისმიერი ცვლილება, ყოფს ცხოვრებას ორ ნაწილად: “მანამდე” და “შემდეგ”.

თითქოს, ერთი შეხედვით, ქალსა და მამაკაცს შორის სხვაობა, მხოლოდ “გენდერია”, ვინაიდან სხვა დანარჩენი, პირობებითა და მოთხოვნილებებით ორივე იდენტურია, თუმცა, თანამედროვე მეცნიერები, მუდმივად მუშაობენ სუსტი და ძლიერი სქესის თავისებურებებზე და პერიოდულად გვამცნობენ ხოლმე ახალ აღმოჩენებს. ის კი ცხადია, რომ მათ შორის, მრავალი თვისობრივი სხვაობაა.


ჩატვირთვა...

მაგალითად ავიღოთ ქორწინება, ანუ ქალისა და მამაკაცის ურთიერთობა შეყვარებულების პერიოდში და დაოჯახების შემდეგ. რა თქმა უნდა, ქორწინებამდე, შეყვარებულების პერიოდში უფრო მეტია ლტოლვა, რომანტიკული დღეები, სიყვარული, მზრუნველობა, გრძნობების ჭარბად და სხვადასხვა მხრივ გამოხატვა ერთმანეთის მიმართ, რაც სრულიად განსხვავდება ცხოვრებაში ქორწინების შემდეგ ეტაპზე გადასვლისას. (ყველას შემთხვევაში ასე არ არის)

ცხოვრებისეული, ეს სერიოზული ცვლილება- ქორწინება, მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში. ზოგიერთი წყვილის შემთხვევაში, ქორწინების შემდეგ, ქრება ილუზია, ლტოლვა, ზრუნვა და პასუხისმგებლობა და ალბათ, ეს ყველაფერი გამოწვეულია ფსიქიკური ფაქტორით, ის ხომ ისედაც შენია და ეს ყველაფერი რაღა საჭიროა?! თუმცა, არიან წყვილები, რომელთა შემთხვევაში, ცხოვრება ქორწინების შემდეგ იმაზე უკეთესია, ვიდრე შეყვარებულების დროს იყო- მეტია ზრუნვა, მეტია პასუხისმგებლობა ოჯახისა და ერთმანეთის წინაშე, მატულობს ფანტაზია, რომანტიკული წუთები და ყოველი დღე, ერთმანეთზე უკეთესია. ისიც უნდა აღვნიშნოდ, რომ ყველა წყვილს აქვს თავისი, ინდივიდუალური ცხოვრება.

ბევრი ქალისთის, 30 წელი, ფსიქოლოგიური ეტაპის ახალი საფეხურია. ბევრს, ძალიან ეშინია ამ ასაკის, თუმცა, უსაფუძვლოდ, რადგან 30 სწორედაც რომ დიდი პლუსების ასაკია. ადამიანი ამ ასაკში ბევრად უფრო ჭკვიანი, თავდაჯერებული და დამოუკიდებელია, ვიდრე 20 წლის ასაკში იყო.

გთავაზობთ სახალისო ულუსტრაციებს, რომლებიც ამტკიცებს, რომ ქალი (კაციც) 30 წლის შემდეგ უფრო ჭკვიანი, თავდაჯერებული და დამოუკიდებელია.


წყარო

 

 

ჩატვირთვა...

მსგავსი სტატიები