ვის გვარზეა თამუნა ვაშალომიძეს შვილი და რატომ არ დაესწრო ბავშვის მამა მშობიარობას

10 თებერვალს მოდელი თამუნა ვაშალომიძე გოგოს დედა გახდა. ბავშვი, რომელსაც სოფია დაარქვა, 4 კილო და 100 გრამი დაიბადა და მოლოდინს რამდენიმე დღით დაასწრო.

მოედელი შვილის გაჩენას 15 თებერვალს ელოდებოდა. ახალბედა დედის თქმით, ბავშვის მამა მშობიარობაზე დასწრებას აპირებდა, მაგრამ სწორედ ამის გამო ვეღარ ჩამოუსწრო.


– თამუნა როგორ ჩაიარა მშობიარობამ?
– საბოლოო ჯამში ყველაფერმა კარგად ჩაიარა. საცობში მოვყევი როდესაც ტკივილები დამეწყო. პანიკა არ ამიტეხია, სანამ ტკივილები არ გახშირდა. როდესაც სასწრაფომ კლინიკაში მიმიყვანა, მშობიარობისთვის უკვე მზად ვიყავი და 25 წუთში გავაჩინე.

– როგორც ვიცი, იმ დღეს თქვენ გვერდით არ ყოფილა სოფიას მამა.
– მოფრინავს, უბრალოდ 13 თებერვლიდან 15 თებერვლამდე ველოდებოდით და ჩვენი პატარა დაგეგმილზე ორი დღით ადრე მოევლინა ამ ქვეყანას.

– ყველა ერთად ხომ არ აპირებთ ამერიკაში წასვლას?
– სანამ ბავშვი პატარაა, მანამდე არსად გაფრენას არ ვაპირებ.

– სოფია ვის ჰგავს?
– ძალიან ჰგავს მამიკოს – თვალის ჭრილით, ცხვირით. ყველა ამბობს მამიკოს ასლიაო. ასე რომ ვთქვათ, მამიკოს გოგოა.

– პატარა სოფია თქვენს გვარზეა?
– სამშობიაროდან ბავშვს დედის გვარზე წერენ და შემდეგ გადადიან მამის გვარზე. მამის გვარზე იქნება, აბა, რა!

წყარო

მსგავსი სტატიები